Living is colour …

LIFE IS BEAUTIFUL

ხომ არსებობოს ისეთი მომენტები როცა გინდა წახვიდე საერთოდ ამ ქვეყნიდან, პლანეტიდან ან თუნდაც დაიძინო საღათას ძილით.ცოტა ხნით თავი დაგანებოს ყველამ ან ყველაფერმა.აი მე,თქვენგან განსხვავებით,არ ვაპირებ არაფერს ასეთ ერთფეროვანს და მომაბეზრებელს. მინდა ვიცოცხლო, ვიცხოვრო  და არ დავნებდე.ვიცხოვრო დღევანდელი დღით და არ მივტირო წარსულს როგორც სხვები.. ვიცინი, ვიცინი ვიცინი… სიცილი კი უფრო და უფრო მეხმარება სიცოცხლით დავტკბე…სიცილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული, ნამდვილი და გადამდები, ტკივილს რომ გიყუჩებს და სიცოცხლეს რომ გაგრძნობინებს…ხოდა…..

ოპტიმისტი? შეიძება ითქვას, მაგრამ მე  მახარებს ყველა და ყველაფერი, კმაყოფილი ვარ ყველათი და ყველაფრით და რატომაც არა, ვიქნები ოპტიმისტი. მე ხომ ვღებულობ ყველაფერს რაც მე მინდა დანარჩენი იყოს, პრობლემებიც საინტერესოა…. :)))

იმღერე ისე თითქოს არავინ გისმენს…

იცეკვე ისე თითქოს არავინ გიყურებს …


შემოიხედე გენაცვალე

იორიკი


შემოიხედე გენაცვალე

ოხუნჯობანა

 

ესეიგი დღეს ძალიან მაგარი დღე გვქონდა… სანამ ინგლისურზე წავიდოდით და სანამ ყავას დავლევდით ჩემმა დაქალებმა მოასწრეს და დაბერდნენ კიდეც და დავიწყეთ მაღალფარდოვანი სიტყვების რახა-რუხი… ჩვენ ბევრი ვიცინეთ და იყოს მაინც რო წავიკითხავ ეს დღე გამახსენდება :დ

ხოდა ვზივართ ეხლა ამხელა ქალები მე მარიამი და თეთიკო.

დეა: ხოდა ჩემო კარგო ჩვენ დროს სად იყო დაჯდომა და ყავის სმა.

მარიამი: საქარგავს არ ვუშვებდით ხელიდან.

თეთიკო: რას ამბობ კაცო რო ჩავივლიდი ხეები შრიალს მაყოლებდნენ.

მარიამი: მახსოვს ერთხელ პარიზში ვიყავი სენას სანაპიროზე მივაბიჯებდი ეს სიცოცხლით სავსე გოგო და დავინახე მდინარეზე გემი მოდიოდა და მოჰქონდა.დამინახა????  ერთი მაგარი შეჰკივლა და გაჩერდა.

თეთიკო:  აი მაშინ გამიცნო საზოგადოებამ როგორც ჭეშმარიტი მოდელი ბლოგერი და მაჭანკალი.

დეა: აბა დღევანდელობა სულ გადაჯიშდა.მაშინ იყო პირველი კითხვა პაღლე ვუ ფღანცე? იმის მერე ბიჭისთვის თვალი ვერ გამისწორებია.ერთადერთი ეს იყო და იმის მერე ჩემი სიცოცხლის ნაპერწკალის ისევე გაჰქრა,როგორც მაისის წვიმა და ცხოვრებამ გამთელა ისე როგორც დიდოელმა ლეკმა ნაბადი!!!!!!!

თეთრი ვარდები

მაგრამ ვინ… ვინღა გამოგიგზავნის თეთრ ვარდებს დაბადების დღეს? ოჰ, ლარნაკი დაცარიელდება და სუსტი სუნთქვა, ჩემი სიცოცხლის ნელი ქროლა, რომელიც წელიწადში ერთხელ შემოფრინდებოდა შენთან, ასევე გაქრება. გთხოვ მომისმინო, საყვარელო… ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა შენდამი…გააკეთე ეს ჩემთვის: ყოველ წელიწადს შენი დაბადების დღეს-ეს ხომ ისეთი დღეა, როცა საკუთარ თავზე ფიქრობენ, იყიდე ხოლმე თეთრი ვარდები და ლარნაკში ჩადე.  შეასრულე ეს ჩემისურვილი, საყვარელო, გააკეთე ეს, როგორც სხვები წელიწადში ერთხლ პანაშვიდს უხდიან ძვირფას მიცვალებულს…

თეთრი ვარდები იმდენად მნიშვნელოვანია ამ ვიღაც, ამოუცნები  ქალისთვის, რომ საბოლოო ოცნებადაც კი გადაიქცია, თუმცა არავინ არ ვიცით აუსრულდა თუ არა ეს სანუკვარი ოცნება, მაგრამ დასასრული ისეთი ჰქონდა ვფიქრობ,რომ აუსრულდებოდა… არვიცი ამ პატარა ციტატიდან ვინ რამდენად მიხვდით რომელი ნაწარმოებია, შეიძლება წაკითხული არც კი გქონდეთ,მაგრამ ჩემი აზრით ვისაც წაკითხული აქვს გულგრილი ვერ დარჩებოდა და არ დაავიწყდებოდა… უბედური ქალის უცნობი წერილი. დიახ, დიახ, ვინც მიხვდა მინდა გითხრათ ეს ისაა- შტეფან ცვაიგის- “უცნობი ქალის წერილი” …ამ სიყვარულს გულში ინახავდა ამდენი წელი და სიკვდილისპირას გადაწყვიტა ეთქვა ეს აღსარება…

განწირული ვკვდები ახალა, შენგან უცნობი, შენთვის უცხო და შორეული

ასეთი სიყვარული პირველად ვნახე, პირველად ვიგრძენი და პირველად მივხვდი, რომ მე ეს ნაწარმოები შემიყვარდა…ზუსტად 3-ჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ემოციას მაინც ვერ ვმალავ. წარმოვიდგინე იმ ქალის ტანჯვა, ის ტკივილი. ის ხომ თავის სიყვარულს თავის გულში მალავდა ღრმად და უყვარდა თავისთვის. ეს იყო ქალი, რომელიც უარს არ ამბობდა სიყვარულზე, მიუხედავად იმისა რომ ის ასე შორს იყო მისგან…

 არავის უყვარდი ისეთი მონური ერთგულებით, ისეთი გატაცებით, როგორც იმ მხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი და როგორიც შენთვის სამუდამოდ დავრჩი, ვინაიდან ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ, გამოუცნობ სიყვარულს…

იმ კაცმა კი ვერ შეიცნო, ვერ იგრძნო ამ ქალის სიყვარული, რომელიც ასე ახლოს იყო მასთან… ვერ იგრძნო ის მწველი გული ისევ მისით ალმოდებული… ალბათ მარტივი, მაგრამ ამასთანავე სერიოზული მიზეზის გამო-მას ხომ ის მეძავი ეგონა…

  კარგს არ ივიწყებენ და არც შენ დაგივიწყებ…

უთხრა ბოლო შეხვედრის შემდეგ, მაგრამ მაინც დაავიწყდა ის… ისევ ატკინა გული და დაუტოვა იარები…

ყველა, ყველა, მანებივრებდა, ყველა კეთილი იყო ჩემდამი, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ ერთმა ვერ შესძელი ჩემი ცნობა…

ვერ მიცანი ვერც მაშინ, ვერც შემდეგ და ვერც ვერასდროს…

მას ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარდა გაგიჟებით და არ ადანაშაულებდა არაფრისთვის.

  არ გადანაშაულებ, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, მგზნებარე და გულმავიწყი, გართობის მოყვარული და ორგული.მიყვარხარ ისეთი, როგორიც იყავი და დღემდე დარჩი.

ჩემს ცხოვრებაში არ იყო ისეთი წუთი, შენით რომ არ მესულდგმულა…

მთელი სამყარო იმდენად არსებობდა ჩემთვის, რამდენადაც შენთან იყო რაიმე მიმართებაში…

მხოლოდ შენი ცხოვრებით, მხოლოდ შენით შემეძლო ცხოვრება…

დავრწმუნდი იმაშიც, რომ სიყვარულმა შეილება ყველანაირი სისულელე ჩაგადენინოს

  …აჰ, რა სისულელე გინდა, რომ მე არ ჩამედინა! ვკოცნიდი კარის სახელურს, რომელსაც შენი ხელი ეხებოდა. დაბლიდან ავიღე შენი სიგარის ნამწვავი, სახლში შესვლისას რომ გადააგდე, და იგი წმინდა რელიქვიად გადამექცა, რადგან შენი ბაგე შეხებოდა. საღამოობით მოვიმიზეზებდი რაღაცას, ასჯერ გამოვირბენდი ქიჩაში, რომ დამენახა რომელ ოთახში გენთო სანთელი და უფრო ცხადლივ განმეცადა შენი უხილავი არსებობა, როცა სადმე იყავი გამგზავრებული-გული ლამის გამიჩერდებოდა ხოლმე…

ამ პატარა მოთხრობით დავრწმუნდი რომ სიყვარული იმაზე ძლიერია ვიდრე გვგონია…სიყვარული ყველაზე მტანჯველია ვიდრე ჩანს და სიყვარული მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველასთვის…

მხოლოდ შენ მწამხარ, მიყვარხარ მხოლოდ შენ და მხოლოდ შენში მინდა განვაგრძო სიცოცხლე…

გირჩევთ წაიკითხოთ ეს აღსარება…იმედია თქვენთანაც იმ ემოციით მოვიტანე რასაც წაკითხვისას ვგრძნობ და დაგაინტერესეთ, ჩემი მიზანიც ხომ ესაა…

და ბოლოს:

უცებ მისი ყურადღება საწერ მაგიდაზე მდგარმა ლურჯმა ლარნაკმა მიიპყრო. ლარნაკი ცარიელი იყო. იგი პირველად იყო ცარიელი მისი დაბადების დღეს მთელი ამ წლების განმავლობაში. მწერალი შეკრთა და მოეჩვენა, თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვა სამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაჰბერა. მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა და უკვდავი სუნთქვა სიყვარულისა. მის სულში რაღაცამ გაანათა. მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება და იმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო, როგორც შორეულმა მუსიკამ…

წერილი თეთიკოს


შემოიხედე გენაცვალე

Album #2 Louis Armstrong

ლუი დენიელ არმსტრონგი  (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო (Satchmo) და პოპსი (Pops)) – ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.

1940-იან წლებში დიდ ბენდებზე  მოთხოვნამ იკლო პოპულარული გემოვნების ცვლილებასთან ერთად: საბანკეტო დარბაზები დაიხურა, ხოლო ტელევიზიის შემოტევისა და სხვა ტიპის პოპულარული მუსიკის ჟანრების აღმოცენებასთან ერთად ჯაზის პოპულარობამ იკლო. შესაბამისად დღითიდღე უფრო გართულდა 16-წევრიანი ბენდის ტურების დაფინანსება.

არმსტრონგი გულის შეტევით გარდაიცვალა 1971 წელს 69 წლის ასაკში, ვალდორფის ასტორიის საიმპერატორო დარბაზში სახელგანთქმული შოუს გამართვის ღამეს. დაკრძალულია ფლაშინგის სასაფლაოზე, ნიუ-იორკი.

 

1) Louis Armstrong – What A Wonderful World

2) Louis Armstrong – La vie en rose

3) Louis Armstrong – Mack The Knife – 1959

4) Ella Fitzgerald and Louis Armstrong – Summertime

5)Louis Armstrong – I Wonder

6) LOUIS ARMSTRONG – MY ONE & ONLY LOVE

7) Louis Armstrong – When You’re Smiling

8) LOUIS ARMSTRONG -Moon River

რიო და ჩვენ

ყველას უნდა სადღაც განსაკუთრებულად,,,

ყველას წარმოუდგენია ის ადგილი სადაც იმოგზაურებდა

ყველას წარმოუდგენი ადგილი სადაც გაერთობოდა….

ყველას… ყველას… ყველას ბევრჯერ უოცნებია იმ რომელიმე დედამიწის მშვენიერ ადგილზე…  ზოგი რომითაა მოხიბლული, ზოგი – პარიზით, ზოგი-ლონდონით, ზოგი ხმაურიანი-ნიუ-იორკით.. აი მე და ჩემი დაქალი კი რიოთი…

რიო-დე-ჟანეირო ჩვენი ოცნების ადგილია…ჩვენი სამოთხე…  ეს არის ადგილი სადაც დაუვიწყარ დროს გავატარებთ, ერთად.რატომ ვახსენებ „ჩემ დაქალს“ ასე ხშირად? გაგეცინებათ და მე და დეას პირობა გავქს დადებული :

„მე თეთიკო გონგაძე ვდებ პირობას რომ, რიოში წავალთ აუცილებლად ერთად, მაგრამ თუ  ცალ-ცალკე  მოგვიწია წასვლა მე აუცილებლად დავურეკავს დეას ქრისტეს ქანდაკებიდან….“

„ მე დეა ჩიხლაძე ვდებ პირობას რომ, რიოში წავალთ  ერთად, მაგრამ თუ  ცალ-ცალკე მოგვიწია წასვლა მე აუცილებლად დავურეკავ თეთიკოს ქრისტეს ქანდაკებიდან…“

საინტერესოა არა? სასაცილოც და სახალისოც… ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად, ოდესღაც ამოვყოფთ თავს რიოს პლაჟზე… რიო ხომ ისეთი მზიანია, ზღვიანია, ცხელია, ლამაზია, საინტერესოა, ჭრელია…. უამრავი ეპითეტი  არსებობს მის დასახასიათებლად… 🙂  დაუსრულებლად შეგვიძლია მასზე ლაპარაკი:

რიო-დე-ჟანეირო (სიტყვა-სიტყვით – იანვრის მდინარე) ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქია. აქვს ნახევრადოფიციალური მეტსახელი „საოცარი ქალაქი” (Cidade Maravilhosa), რომელსაც სრულიად ვეთანხმები.

მოსახლოაბა შეადგენს 6მლნ 150ათასს.ქალაქის მოსახლეობა თავს უწოდებს კარიოკას.რიო განთქმულია თავისი კარნავალით. ქალაქში არსებობს რამდენიმე ათეული სამბის სკოლა, რომელიც კარნავალის დღეებში აწყობს ფერად წარმოდგენას „სამბადრომზე“ (ქუჩა რიოში, სადაც ეწყობა ეს კარნავალი).

მოსახლეობა ქალაქს ყოფს სამ ნაწილად ძველი ქალაქი, ახალი ქალაქი და ახალი შემოგარენი.

ძველ ქალაქში არის-საბაჟო, ნავსადგომი, არსენალი, ეროვნული სამხატვრო აკადემია, მერიის და კულტურის დაწესებულებები, ასევე ყველა თეატრი და მუზეუმი.

ახალ ქალაქი ცნობილია-ციხით,მთავარი ვაგზალით და ინვალიდების სახლით. პლიაჟებით-კოპაკაბანა და იპანემათიმ პარკი-ფლამენგო,კორვოკადოს გორაზე არსებული უზარმაზარი ქრისტეს ქანდაკებით(მისი ავტორია ექტორ და სილვა კოსტა. ქანდაკებაზე მუშაობდა ფრანგი მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი. იგი შესრულებული იქნა პარიზში, შემდეგ კი გადმოიტანეს რიო-დე-ჟანეიროში.), მთა- შაქრისთავათი (მთის ეს სახელწოდება გამოწვეულია იმით, რომ მას ძალიან ამსგავსებდნენ შაქრის თავს),სტადიონი-მარაკანით ( მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი სტადიონი)

ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში — ტიჟუკას ტყე

რიო-დე-ჟანეირო 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

მოგზაურობა რიოში:

ბროლის სამყარო

დანიელ სვაროვსკი  ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ბოჰემიის მხარეში დამუშავებული სახელგანთქმულიმინით იყო. მინისაგან იგი ბიჟუტერიას, თმის სამაგრებს, სხვა წვრილმან აქსესუარებს.1883 წელს ცნობისმოყვარე ბოჰემიელი ვენაში, ელექტრომოწყობილობათა პირველ მსოფლიო გამოფენაზე ჩავიდა. მას სწორედ აქ მოუვიდა აზრად მინის დასამუშავებლად ელექტროობის გამოყენების გენიალური იდეა. დანიელ სვაროვსკიმ მალევე გაარკვია, რომ ეს შესაძლებელი იყო. თავდაპირველად მის კომპანიას უპრეტენზიო სახელწოდება “D.S. & Co” (“დანიელ სვაროვსკი და კომპანია”) ჰქონდა. საქმე კარგად აეწყო. 1900 წელს  საწარმომ  მიიღო ახალი სახელწოდება – Swarovski

1956 წელს ფირმის დამაარსებელი და  სულისჩამდგმელი დანიელ სვაროვსკი  გარდაიცვალა. მან ოჯახს აყვავებული ბიზნესი  დაუტოვა.

1988 წლიდან კომპანიის სიმბოლო გედი

გახდასვაროსკიმ პროდუქციის მრავალფეროვნებას  მიაღწია: საიუველირო მორთულობანი,  ქსოვილისგან დამზადებული ნაკეთობანი,  სუვენირები, სასჩუქრე ნაკრები, საავტორო  საიუველირო ნაკეთობანი, მოდური ბიჟუტერია,  ჭაღებისათვის განკუთვნილი საკიდები, – ეს  მხოლოდ მცირე ჩამონათვალია პროდუქციისა,  რასაც სადღეისოდ ეს ფირმა უშვებს.

1995 წელს დანიელ სვაროვსკის მიერ დაარსებულმა ფირმამ 100 წლის იუბილე აღნიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით უნიკალური მუზეუმის შექმნა გადაწყვიტეს. იგი გამოქვაბულშია განთავსებული. შედგება რამდენიმე ოთახისაგან, რომელიც ვიწრო გადასასვლელებითა და კიბეებით შეერთებულ ლაბირინთებს წარმოადგენს. ეს მუზეუმი მუდმივმოქმედია. მის შესასვლელს ბალახით დაფარული თავის მქონე გიგანტი “იცავს”. მისი თვალები ფეხბურთის ბურთის ზომისაა, დამზადებული მწვანე ფერის კრისტალებით, განსაკუთრებულად იდუმალი ბრწყინვალებით კი სიბნელეში ანათებს. ამ გიგანტის პირიდან აუზში ჩანჩქერი გადმოდის. მის გვერძე, მარჯვნივ ხელის ფორმის ბაღი-ლაბირინთია განთავსებული, რომელშიდაც გზა-კვალი ადვილად შეიძლება აებნეს ადამიანს.

ამ მუზეუმში სვაროვსკის ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ბროლის კრისტალია გამოფენილი. ისინი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. გიგანტის წონა 310 000 კარატია (დაახლოებით 62 კგ.),

ასევე მუზეუმში განთავსებულია სხვადასვა ნივთები:

კრისტალების დამუშავების ის საიდუმლო, რომელიც სვაროვსკიმ აღმოაჩინა, – მის პირდაპირ მემკვიდრეებს გადაეცემათ. სვაროვსკის ბროლის საიდუმლო კი მის მაგიურ ბრწყინვალებაშია!

 

ჩემი ევერესტი

დაიპყრო ევერესტი ისეთივე რთულია, როგორც კოსმოსში გაფრენა, მაგრამ არა შეუძლებელი… ამქვეყნად ხომ შეუძლებელი არაფერია..

   “ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება დადგეს კრიტიკული მომენტი, მოხდეს ისეთი რაღაც, რაც ჩვენს წინსვლას დააბრკოლებს”

რისთვის ვცხოვრობთ? იმისთვის, რომ დავიპყროთ საკუთარი მწვერვალი, იქიდან გადმოვიხედოთ და ამოვისუნთქოთ, დავრწმუნდეთ, რომ სიძნელე იმდენად ადვილია- შენ შეძელი მისი გადალახვა…

“ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს’

ტყუილია,რომ რაღაც მომენტში, ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს… მტავარია ჭკვიანურად მიყვე მწვერვალისკენ მიმართულს გზას… მე ჩემ ევერესტს დავიპყრობ!!!!!   – ეს არის ჩემი მიზანი… ცივი, ყინულიანი მწვერვალი კი ჩემი სტიმულია მივაღწიო რაიმეს…. გავხდე ვიღაც და წარმოვადგენდე რაღაცას…

 “როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში ”

” არ შეიძება ძალით მოიპოვო ის, რისი დროც ჯერ არ დამდგარა… “

ჯერ ადრეა…

ჯერ გზაში ვარ…

ეხლა დავიწყე…

ჯერ მიჭირს, მაგრამ მივეჩვევი…

არ ვჩქარობ…

არ მეჩქარება…

წლები მაქვს მის დასაპყრობად დათმობილი, მაგრამ შედეგი იმდენად ტკბილი იქნება, რომ ის წლები რომელიც ჩემი ევერესტის დასაპყრობად დავკარგე ერთბაშად მომემატება…

მე ღმერთი დამეხმარება…. 

 “ეცადე, შეძლო შეუძლებელი,  ერთბაშად ახტი რამდენიმე საფეხურით ზემოთ, რაკი, ბედის წყალობით მის ძირში აღმოჩნდე, ადი მაღლა, სანამ კიდებეს გამოგაცლიან. თუ შეგეშინდა-ილოცე, მაგრამ უკან არ დაიხიო!”