Living is colour …

Posts tagged ‘მწვანე’

ჩემი ყველა-ფერი

დავიწყოთ იმით,რომ ყველას ბუნება განსხვავებულია და რომ ხასიათის გამოხატულება ფერებია.ჩემს შემთხვევაში,როცა ვარ აღელვებული,გაბრაზებული ან სულაც მინდა განტვირთვა,შევხედავ ზღვას,ავხედავ ცას და ყველაფერს, რაც ლურჯია.ალბათ,მართლაც აწყნარებს,თუ მარტო ჩემზე მოქმედებს ასე?

ასე? ლურჯ ცაზე თეთრი ღრუბლები ყოველთვის სიწმინდის და სისუფთავის განცდით მავსებს,ალბათ თეთრის მოყვარულებს ძლიერი რწმენა აქვთ.რა ფერსაც არაურევთ თეთრთან,ყველა,თითქოს ნაზდება თუ წყნარდება.

შემდეგ წითელი,წითელი და წითელი.ალბათ სიყვარული,გული,ვარდები,ჩემთვის კი თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ბრძოლისთვის რაღაა საჭირო?გამხნევება. წითელს ესეც შეუძლია.

გავიხსენოთ მწვანეც,პირველი,რასაც წარმოვიდგენ ეს ბუნებაა,ბალახი და ბევრი ხე…

რაც შეეხება ყვითელსა და ფორთოხლისფერს,ყველაფერი,რაც მხიარულებასთან ასოცირდება-ზაფხულთან და მზესთან. მზე ძალიან მიყვარს…მზესთან ერთად კი – სითბო…

ამით კი ვამთავრებ ამ პოსტს…იმედია ფერები თქვენშიც ასოცირდება რაღაცასთან  : )